პროექტის შესახებ
ბათუმის ახალი ურბანული ცენტრი — სივრცე, სადაც შოპინგი, გართობა და სოციალური ცხოვრება ერთიანდება.
ORBI CITY MALL ქმნის თანამედროვე ქალაქის ენერგიას და აყალიბებს ბათუმის ახალ შეხვედრის ადგილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. დინამიკური გარემო, მრავალფეროვანი გამოცდილებები და მუდმივად აქტიური ატმოსფერო მას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ დანიშნულების ადგილად აქცევს.
პროექტი აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო და გასართობ კონცეფციას, რომელიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და ქმნის სრულფასოვან LIFESTYLE გამოცდილებას.
ახალი ბიზნეს შესაძლებლობები
ORBI CITY კომპლექსში მდებარე ORBI CITY MALL წარმოადგენს თანამედროვე და უკონკურენტო კომერციულ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფილია ვიზიტორთა უწყვეტი ნაკადით.
პროექტი აერთიანებს 10,000-ზე მეტ აპარტამენტს, რაც წლის განმავლობაში ქმნის ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების სტაბილურ რაოდენობას. ORBI CITY MALL-ში მომხმარებლებს 250-მდე ბრენდი და მრავალფეროვანი სერვისი დახვდებათ.
სტრატეგიული მდებარეობა, მოიჯარეების მრავალფეროვანი შემადგენლობა, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი და საერთაშორისო სტანდარტების სისტემა ORBI CITY MALL-ს ბათუმში ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კომერციულ სივრცედ აქცევს.