about-project
პროექტის შესახებ
შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გრანდიოზული, პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსი მდიდრული აპარტამენტებითა და პენტჰაუსების პანორამული ხედებით, რომელსაც მართავს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ბრენდი.
ORBI CONTINENTAL მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, რუსთველის გამზირის, ნურიგელის ტბისა და 6 მაისის პარკის მახლობლად. კომპლექსი პირველ სანაპირო ზოლზე, ე.წ. „ოქროს მილის“ გასწვრივ მდებარეობს და მასში ექსკლუზიურად მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია განთავსებული.
პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და ფართო საცხოვრებელ სივრცეებს ზღვისა და მთების განსაცვიფრებელი ხედებით, რაც ORBI CONTINENTAL-ს იდეალურ არჩევანად აქცევს ცხოვრებისთვის, დასვენებისა და ინვესტიციებისთვის.
2 თაუერი
55 და 37 სართულიანი
1,700 ნომერი
about-project-specification
პროექტის მახასიათებლები
კომპლექსი შედგება 55 და 37 სართულიანი ორი სხვადასხვა სიმაღლის თაუერისგან, რომლებიც დაკავშირებულია საერთო პოდიუმით. პირველი შვიდი სართული ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურას ეთმობა, რომელიც მომსახურებისა და კეთილმოწყობის ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. ზედა ორ სართულს მდიდრული პენტჰაუსები იკავებს, ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტებია განთავსებული. თითოეული აპარტამენტი შექმნილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტების გათვალისწინებით.
თანამედროვე საინჟინრო “გადაწყვეტილებები” და უახლესი ტექნოლოგიები მაქსიმალურ საცხოვრებელ კომფორტს უზრუნველყოფს. გააზრებული განლაგება, ელეგანტური დიზაინი და კარგად ორგანიზებული სივრცე ქმნის სიმყუდროვის, სიმშვიდისა და ესთეტიკური ჰარმონიის ატმოსფეროს.
თითოეულ სართულზე შეგიძლიათ აირჩიოთ სრულად აღჭურვილი და საცხოვრებლად მზა 25-დან 60 კვ.მ.-მდე ფართობის სხვადასხვა აპარტამენტი.
რესტორნები და კაფეები
საკონფერენციო სივრცეები და ოფისები
პარკინგი
სპა და აუზები
ივენთ ჰოლი
შოპინგ ცენტრი
კაზინო