პროექტის შესახებ
ორბი მილენიუმი ორბი ჯგუფის ახალი პროექტია, რომელიც ბიზნეს კლასის სავაჭრო და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მისი გეგმარება მოიცავს მასშტაბურ სარეკრეაციო, საშოპინგე, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს.
პროექტის დიზაინის ავტორი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Wilkinson Eyre არის.
ორბი მილენიუმი ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პრესტიჟულ ადგილას, ახალ ბულვარში მდებარეობს. ის ახალი ბულვარის სანაპირო ზოლზე ერთადერთი და ბოლო პროექტია, სადაც მშენებარე უძრავი ქონების შეძენაა შესაძლებელი.
4 კარგი
3 საცხოვრებელი ბლოკები
1 კომერციული ბლოკი
პროექტის მახასიათებლები
აღსანიშნავია, რომ პროექტს განსაკუთრებული სიმაღლე არ ახასიათებს, რის გამოც ის ჰარმონიულად არის განთავსებული ახალი ბულვარის უბნის არქიტექტურასთან, რომელსაც ბათუმის სხვა ახალ უბნებთან შედარებით დაბალი და კომპაქტური შენობები გამოარჩევს.
პროექტის კომერციული ნაწილი - იგივე D ბლოკი, ბევრ საინტერესო, მაღალი კლასის ბრენდს მასპინძლობს და პროექტის სხვა ბლოკებს ერთმანეთთან მობილურად აკავშირებს.
კომერციული ბლოკის სიდაბლე და ჭკვიანური განლაგება Orbi Millenium-ის უზარმაზარ, გაშლილ სივრცეს ქმნის, რაც პროექტის სტუმრებისთვისა და მასპინძლებისთვის დიდ სარეკრეაციო, დასასვენებელ და გასართობ სივრცედ გარდაიქმნება.
ღია და დახურული აუზები
სპა და ველნეს ცენტრი
პრემიუმ ფიტნეს კლუბი
კაფეები, რესტორნები და სავაჭრო სივრცეები
ბიზნეს-სივრცეები და საკონფერენციო დარბაზები
რეკრეაციული და გამწვანებული ზონები
საზოგადოებრივი ტერასები პანორამული ხედებით
მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი
24/7 უსაფრთხოება და კონსიერჟ სერვისი