Loading Graphic

Orbi Hotels - ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

Orbi Hotels - ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

Orbi Hotels-ის ქსელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ბარსელონაში გამართულ მსოფლიო სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე, World Luxury Hotels Awards 2025-ზე ბრენდი ერთდროულად 12 კატეგორიაში გახდა გამარჯვებული. ეს წარმატება არა მხოლოდ ორბის, არამედ მთელი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისმნიშვნელოვანი მიღწევაა. 

ცერემონია, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლებს აერთიანებდა. შეჯიბრი მიმდინარეობდა ათეულობით კატეგორიაში, სადაცკონკურენცია განსაკუთრებულად მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, Orbi Hotels-ის ოთხმა სასტუმრომ - Orbi City, Orbi Sea Towers, Orbi Beach Tower და Orbi Palace Hotel - ერთდროულად 12 ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ Orbi Hotels-ის წარმატება მხოლოდ სტატუსით არ იზომება. ეს არის სერვისის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვესტანდარტებისა და გუნდის დაუღალავი შრომის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც ქართული სტუმართმოყვარეობა ახალ დონეზე აჰყავს. 

 World Luxury Awards 2006 წლიდან აჯილდოებს საუკეთესო მდიდრულ სასტუმროებს, სპა ცენტრებსა და რესტორნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამარჯვებულები პროფესიონალებისშეფასებისა და ათასობით სტუმრის ხმების საფუძველზე განისაზღვრება, რაც ორბის გამარჯვებას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის. შესაბამისად, ეს მიღწევა მთელი საქართველოსგამარჯვებაა - ქვეყნის, რომელიც სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. Orbi Hotels აგრძელებს განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობებისგაფართოებასა და ახალი სასტუმროების გახსნას. 12 კატეგორიაში გამარჯვება კი მხოლოდ დასაწყისია ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, ახალი ისტორიის დასაწერად. 

 ბრენდის ფილოსოფია ყოველთვის ემყარებოდა იდეას, რომ სტუმარს უნდა დახვდეს მეტი, ვიდრე ელოდება. ამაში არ გამოიხატება  მხოლოდ კომფორტი და სიმყუდროვე, არამედ ემოცია, გამოცდილება და ქართული სითბო. სწორედ ესაა ის ნამდვილი განსხვავება, რასაც სტუმრები მთელი მსოფლიოდან აღნიშნავენ. ამას ქართული სტუმართმოყვარეობა ჰქვია.  

საქართველოსთვის ეს აღიარება ბევრად მეტია, ვიდრე ტურისტული ინდუსტრიის ერთი წარმატება. ეს არის ქვეყნის სანდოობის, ზრდისა და პოტენციალის დამადასტურებელი ფაქტი. 

დღეს, როცა ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ძრავად იქცა, ასეთი გამარჯვებები არა მხოლოდ იმიჯს ამაღლებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნის - ინვესტიციებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობებისთვის და ახალი ბაზრების დასაპყრობად.